რეაბილიტაციის კომისიის ანგარიში

5 ოქტომბერი 2018

 დღეს, სასტუმრო „რუმს თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და  მსჯავრდებას დაქვემდებარებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის  კომისიის“ (რეაბილიტაციის კომისიის) საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია. ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და „რეაბილიტაციის“ კომისიის თავმჯდომარე თამაზ ჯალიაშვილი. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

რეაბილიტაციის კომისია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში 2018 წლის 2 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის - დავით ასათიანის ინიციატივითა და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. კომისიის საქმიანობა ფინანსურად მხარდაჭერილია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ. კომისიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა 2005-2012 წლებში საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას დაქვემდებარებული (რეპრესირებული) ადვოკატების საქმეების ინდივიდუალური წესით შესწავლა და სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მარეაბელიტირებელი ან/და ახალი გარემოებების არსებობის  შესახებ  წერილობითი დასკვნის შედგენა. კომისია ასევე უფლებამოსილია, განიხილოს პარლამენტის მიერ პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულად მიჩნეული პირების საჩივრები.

 

კომისიის ჩამოყალიბება განაპირობა საგანგაშო ვითარებამ, როდესაც 2005-2012წლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 100-ზე მეტი ადვოკატი იქნა მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭო (CCBE) და ადვოკატთა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია (International Obserbatory for Lawyers), ადვოკატის საქმიანობა მიიჩნიეს რისკის სფეროდ და დაასკვნეს, რომ ადვოკატის პროფესია იდგა დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის წინაშე.

 

კომისიაში 2018 წელს დარეგისტრირდა 14 განცხადება, მათ შორის 3 განცხადება წარმოდგენილი იქნა პარლამენტის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულად მიჩნეული პირების მიერ. აქედან კომისიის მიერ ამ დროისათვის დამტკიცებული და გაცემულია  6 დადებითი დასკვნა, მე-7-ზე კი კომისიას უკვე აქვს გაცემული თანხმობა დადებითი დასკვნის შესადგენად.

 

კომისიის მუშაობა არ შემოიფარგლება საპროექტო 4 თვის ვადით და  საქმიანობის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი